GMUNA 2024 | Tbilisi 2024-12-14 | 2024-12-14 | mymun

Conference

Tbilisi, Georgia

Dec 14 - Dec 16, 2024

University Students and School Students

Applications

Delegates

Aug 27, 2024 - Nov 30, 2024

#გაეროს მოდელირება # დელეგატი

საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაცია, იწყებს მონაწილეების შერჩევას „თბილისის გაეროს მოდელირება 2024“-ის საშემოდგომო სესიისთვის.

საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაცია დაფუძნდა 2014 წლის 26 ნოემბერს, ორგანიზაცია მიზნად ისახავს წარმატებით განახორციელოს არაფორმალური განათლების მიმართულებით სხვა და სხვა სახის ახალგაზრდული პროექტები და დააინტერესოს ახალგაზრდები საქართველოს მასშტაბით.

ორგანიზაციის ფარგლებში ჩატარდა და განხორციელდა უამრავი პროექტი, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

🩵 საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაცია თანამშრომლობს როგორც საჯარო სტრუქტურებთან ასევე კერძო, არასამთავრობო სექტორთან და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

🩵 "გაეროს მოდელირება" - ეს არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს სამი დღის განმავლობაში ჩაერთონ საკომიტეტო სამუშაოებში, სადაც გაეცნობიან გაეროს მუშაობის პრინციპებს და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ფორმალურ და არაფორმალურ მოლაპარაკებებში.

🩵 პროექტის დასასრულს თითოეული კომიტეტი გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს სარეზოლუციო პროექტს და იმსჯელებენ მის ირგვლივ.

🩵 მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ლიდერები აქტიურად არიან ჩართულნი გაეროს მოდელირების საერთაშორისო პროექტებში, რაც მათ საშუალებას აძლევს:

🗝️ გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარები;

🗝️ გაიღრმავონ ლიდერული თვისებები;

🗝️ ახლოს გაიცნონ გაეროს მუშაობის პრინციპები

🗝️ მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება;

🗝️ გაიუმჯობესონ გუნდური მუშაობის უნარები

🗝️ გაიცნონ და დაუახლოვდნენ თანატოლებს მთელი მსოფლიოდან;

🗝️ იმსჯელონ და გაეცნონ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, რომელიც დღეს მსოფლიო განრიგშია.

🗝️ გაეცნონ და დაუახლოვდნენ სხვა და სხვა პროფესიებს

📍 დღე 1 - მონაწილეები წარადგენენ მინიჭებული ქვეყნის პოზიციას მოცემულ თემასთან დაკავშირებით (თემა შერჩეული იქნება კომიტეტების თემატიკიდან გამომდინარე). 

კომიტეტში მიმდინარეობს თემის განხილვა, გაანალიზება და მოცემული საკითიხს ირგვლივ პრობლებემის ჩამოყალიბება. ასევე ამავე პრობლემების გადაჭრის გზების ძიება.

📍დღე 2 - მონაწილეები უკვე განხილული თემის მიხედვით იწყებენ მთავარი ნაშრომის „კომუნიკეს“ წერას. ასევე მიმდინარეობს დებატები და მოლაპარაკებები, პროექტის დაფინანსების წყრაოების მოძიება, სახელმწიფო კოალიციების შექმნა.

📍დღე 3 - გენერალური ასამბლეა- თითოეული კომიტეტი გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს სარეზოლუციო პროექტს, რომელსაც დელეგატები კონსტრუქციული დებტებისა და განხილვის შემდეგ კენჭს უყრიან.

📜 მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

○| თარიღი: 14-15-16 დეკემბერი 

○| ასაკი: 14-25

○| სამუშაო ენა: ქართული

○| Dress Code: ოფიციალური

“პროექტში მონაწილეობის საფასური 70 ლარი”

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა 

https://forms.gle/EDYpmR5eaKNzWcCB6

შევსების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი  

⭕შენიშვნა: თითოეული აპლიკანტი მონაწილეობის საფასურს იხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გაივლის შესარჩევ ეტაპს. შერჩევის შემდეგ, თუ მონაწილე საკუთარი სურვილით გადაიფიქრებს პროექტში მონაწილეობას, გადახდილი თანხა უკან არ დაუბრუნდება.

გელოდებით გაეროს ოჯახში <3 

💌 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

○| Email: georgianmuna@gmail.com

○| +995 (555) 910033 

Stay tuned!

Subscribe for exclusive MUN updates, upcoming conferences, and insights.


MUN Conferences

MUN Conference List

Organize your MUN

Hall of Fame


Tools & Services

MUN Command

MUN Masterclass

Blog


Help

Support

Send Feedback

Meet the Team

Imprint